შეკვეთილში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა. „ჩაის გზის“ ფარგლებში გამართულ ფესტივალზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 60-მდე ჩაის მწარმოებელსა და საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელს ჩაი, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა, ღვინო, არაყი და სხვა პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი.
მუსიკოსთა პარკში მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების ზონა, ფოტოგამოფენა და გასართობი სივრცე ბავშვებისთვის; მოეწყო ჩაის დამზადების მასტერკლასი. ასევე გაიმართა კონცერტი. ღონისძიება ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, „ბლექსი არენასა“ და მუსიკოსთა პარკის მხარდაჭერით ჩატარდა.