ახალციხე „პურის ფესტივალს“ მასპინძლობს. ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ხორბლის ენდემურ სახეობებს და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნონ ადგილზე გამომცხვარი პური, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები. ასევე, წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის ფარგლებში, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტიც იმართება, ბავშვებისთვის კი დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობა.