უკვე სამი საათია, ერევანის ქუჩებში მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს წინ ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი მიუძღვება.
საღამოს აქტივისტები უკვე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. მათი განცხადებით, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი არ შეწყდება.