მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის მე-6 დღეა, ხელისუფლების პასუხს ელოდება. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ვადა ისე ამოიწურა, რომ მათ არავინ შეეხმიანა. აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი დღეს, 14:00 საათზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, აქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ უკვე 178-ე დღეა მიმდინარეობს.