პროკურატურის ანგარიში

გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის 2023 წლის ცხრა თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ირაკლი შოთაძემ ყურადღება გაამახვილა უწყების საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შედეგებზე. ასევე მიმოიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, ანგარიშში საუბარია პროკურატურის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. ანგარიშში საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, კიბერდანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე. საბჭოს წინაშე ანგარიშით გენერალური პროკურორის მოადგილეებიც წარდგნენ.