დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. ასევე საქმიანობის შედეგები შეაჯამეს. აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა პირველი ქართული ინოვაციური მოწყობილობა „Probbox“ – პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა; გაძლიერდა ადამიანური რესურსი; შემუშავდა პრობაციის ოფიცერთა ეთიკის კოდექსი; დაინერგა ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის მიზნით და შინაპატიმრობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით შეიქმნა მობილური და 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ჯგუფები.