ოჯახში ძალადობაზე კანონი მკაცრდება

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება.

დანაშაულის პრევენციის მიზნით შემაკავებელი ორდერის გაცემის გარდა მოძალადეზე შესაძლოა ელექტრო-მონიტორინგიც დაწესდეს. ელექტრონული სამაჯურის ტარების გადაწყვეტილება კონკრეტული ძალადობრივი ფაქტის სიმძიმის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

ბოლო თვეების სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობა ისევ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გაზრდილია მიმართვიანობის მაჩვენებელი, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა შემაკავებელი ორდერი პოტენციურ მოძალადეს მაინც ვერ აკავებს.

კანონ-პროექტს, რომელიც მესამე სექტორსაც მოსწონს, ახლა პარლამენტში ელოდებიან.

დატოვე კომენტარი