თეა წულუკიანმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა

თეა წულუკიანმა საზოგადოებას პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა. დოკუმენტი ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის პროექტის დახმარებით შემუშავდა.

თეა წულუკიანმა ყურადღება ეფექტიანი და ეფექტური პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების უზრუნველყოფის გზებზე გაამახვილა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, პენიტენციური სამსახურის საქმიანობა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მსჯავრდებულთა რეინტეგრაციასა და განმეორებითი დანაშაულის შემცირებას.