პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან 84 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 59 მსჯავრდებულს დარჩენილი საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა. მათ შორის ნარკომომხმარებლებიც არიან.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტს ძალადობრივი დანაშაულებისთვის გასამართლებული მსჯავრდებულების საქმეების განხილვაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, რის გამოც, კომისიამ 216 მსჯავრდებულის საქმის განხილვა გადადო, თუმცა, მათ კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში.