ირაკლი კობახიძე - შეწყალების პოლიტიკის შესახებ პარლამენტის სხდომაზე დაფიქსირებული ჩემი პოზიცია არის ძალაში
ირაკლი კობახიძე - შეწყალების პოლიტიკის შესახებ პარლამენტის სხდომაზე დაფიქსირებული ჩემი პოზიცია არის ძალაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მის მიერ პრეზიდენტის შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია ძალაში რჩება. ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე მსჯელობა არ გამართულა.

„მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია პარლამენტის სხდომაზე შეწყალების, ასე ვთქვათ, პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩემი მოსაზრება გამოვთქვი იმ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. ბუნებრივია, დღეს ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ვერ შედგებოდა. ეს იყო უშიშროების საბჭოს ფორმატი. შესაბამისად, ამ საკითხს ვერ შევეხებოდით. პოზიცია დაფიქსირდა ჩემს მიერ პარლამენტის სხდომაზე და ჩემი პოზიცია არის ძალაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​