პრემიერმა ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

პრემიერმა ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. თხილის გადამამუშავებელი საწარმოს წარმადობა 4 000 ტონას შეადგენს. ქარხანაში მუდმივად 59, სეზონურად კი 100 ადამიანია დასაქმებული. სრული ინვესტიცია 32 მილიონ ლარამდეა. შეღავათიანი აგროკრედიტის წილი 11 მილიონი. საწარმო ახორციელებს თხილის ექსპორტს.