პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა

აზერბაიჯანში ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქალაქ გაბალაში უმასპინძლა და რამდენიმე საწარმო და მომსახურების ცენტრი დაათვალიერებინა.

ქართული დელეგაციის ვიზიტს ჩვენი რეპორტიორი, გიორგი კობერიძე შეაჯამებს, რომელიც ახლა გაბალაში იმყოფება.