გერმანელი მწერლის ნაწარმოების თეატრალური ვერსია. ისტორია 16 წლის ემიგრანტის მოგზაურობაზე და ცხოვრების თავიდან დაწყებაზე „მარჯანიშვილის თეატრის“ სცენაზე გაცოცხლდება. დასი ხვალ კაფკას „ამერიკას“ წარმოადგენს.
გერმანელი მწერლის გმირებთან ერთად, ქართველი მაყურებელი ამერიკაში ხვალიდან სამი დღის განმავლობაში იმოგზაურებს. სპექტაკლის რეჟისორი ავთო დიასამიძეა, ეს „მარჯანიშვილის თეატრის“ სცენაზე უკვე მისი მესამე დადგმაა.