საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში გრძელდება – ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ-ჩინური ბიზნესფორუმი გახსნა. მთავარი აქცენტი ტრანსპორტის, ტურიზმისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებებით გაკეთდა. კომპანიებმა სტუმრებს საკუთარი შეთავაზებებისა და თანამშრომლობის კუთხით პრეზენტაციები წარუდგინეს.
ნოდარ ჩაჩუა აშუქებს პრემიერის ვიზიტს და ჩაგვერთვება ჩინეთიდან.