პრემიერ-მინისტრი დღეს ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. პროგრამა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ჩართულობით შემუშავდა, იმ მოქალაქეების დახმარებას ითვალისწინებს, რომლებმაც შექმნილი მდგომარეობის გამო, სამუშაო ადგილები დაკარგეს ან უახლოეს მომავალში დადგებიან ამ საშიშროების წინაშე.
წინადადებები აქვთ ოპოზიციაშიც, „ევროპულ საქართველოში“ ფიქრობენ, რომ მოქალაქეებს, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ხელისუფლება მათი ხელფასის 50%-ით უნდა დაეხმაროს. შეფასებები გაკეთდა, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.