აჭარაში კორონავირუსით 81 წლის კაცი გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღეა ბათუმში, კლინიკა „მედალფაში”, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პაციენტს ინსულტი ჰქონდა გადატანილი და თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. როგორც ცნობილია, 81 წლის კაცის მეუღლეც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
რეგიონში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ტურისტულ სექტორთან მართავდა შეხვედრას, თემის დეტალებით – მერაბ წულუკიძე.