ამირან გამყრელიძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს „პლაქვენილით“ მკურნალობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებითაც უპასუხა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არცერთ პაციენტს, რომელსაც ამ პრეპარატით მკურნალობდნენ, გართულებები არ ჰქონია და გადაწყვეტილებაც, მედიკამენტის მოხმარებიდან ამოღების შესახებ, მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ჯანმომ „პლაქვენილის“ გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა. რაც შეეხება საქართველოში მკურნალობის ახალ გაიდლაინს, ჯანდაცვის სამინისტრო მას მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.