პეკინის გამზირზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. დაჭრილია ასევე მეორე მამაკაცი, რომელიც შემთხვევის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
გიორგი კობერიძე გვეტყვის, რა ეტაპზეა გამოძიება და რას აცხადებს ექიმი პაციენტების მდგომარეობის შესახებ.