პეკინის გამზირზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ისევ მძიმეა პეკინის გამზირზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა.

პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. დაჭრილია ასევე მეორე ადამიანი, რომელიც შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.