პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომა

პანდემიის ფონზე საქართველოში მყოფ უცხოელ სტუდენტებს სამედიცინო დაზღვევას კანონი დაავალდებულებს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის განათლების კომიტეტმა დღეს განიხილა.

ინიციატივის მომზადება კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად გახდა საჭირო. ცვლილებებით, სადაზღვევო პაკეტი უნდა ითვალისწინებდეს კოვიდის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.