პარა-კალათბურთში ტურნირი გაიმართა

წეროვანში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარა-კალათბურთში იასპარეზეს.

პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელ გამარჯვებულ გუნდებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. მთელი კვირის განმავლობაში სამხედროები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს სპორტის შვიდ სახეობაში გამოცდიან.