პაპი ფრანცისკეს მოწოდება

„აზოვსტალიდან“ მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფისკენ მოწოდებით გამოვიდა დღეს რომის პაპი, რომელმაც უკრაინაში ომს კაცობრიობის რეგრესი უწოდა. უკრაინაში მიმდინარე ომზე პაპმა ფრანციკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. მისი თქმით, მარიუპოლი ბარბაროსულად დაიბომბა და განადგურდა.