საქართველოში პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს. დარგის სპეციალისტებმა საკუთარი რეკომენდაციები გაუზიარეს ერთმანეთს. შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვები და მოსაზრებები ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველმა, თომას რუბალმა წარადგინა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე 2019 წელს დააწესა. 17 სექტემბრის მთავარი გზავნილია „დიაგნოსტიკის გაუმჯობესება პაციენტის უსაფრთხოებისთვის“.