სტაბილურია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი აქვს დადასტურებული. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მამაკაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა, კლინიკაში მოთავსებამდე, 24 მარტამდე კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მამაკაცის მეუღლე თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
ამასთან, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნება და უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა, მოთავსებული იქნა საკარანტინო სივრცეში, სადაც 14 დღე იმყოფებოდა. ეს ვადა დღეს ამოიწურა. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში ხელახლა გადაიგზავნება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცნობილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი იტალიიდან არის ჩამოსული.