ბათუმში ერთი-ერთი ინფიცირებული ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. მისი მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, მას თანმდევი ქრონიკული დაავადება აქვს. როგორც კლინიკა „მედალფაში“ განმარტეს, 70 წელს გადაცილებულ მამაკაცს რესპირატორული დისტრეს სინდრომი აქვს, პაციენტი საქართველო-ამერიკის მოქალაქეა.
საშუალი სიმძიმისაა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლოსთვის ექვსი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საკარანტინო სივრციდან ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს. ამჟამად აჭარაში შვიდი ინფიცირებული მკურნალობს. რეგიონში, საკარანტინო ზონაში კი 1800-ზე მეტი პირი რჩება.