ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კიდევ ოთხი პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. გუშინ, გვიან ღამით ისინი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. კლინიკაში უკვე ექვსი ინფიცირებულია. ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, დავით მურვანიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, გარდა ერთისა, რომელიც 70 წელს გადაცილებული ქალია. აჭარაში, საკარანტინო ზონაში 1700-ზე მეტი პირი იმყოფება.