ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, საეჭვო სიმპტომებით, გუშინ გვიან ღამით ორი პირი გადაიყვანეს. ანალიზების პასუხები დღეს გახდება ცნობილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს საავადმყოფოში და სხვა პირებთან ურთიერთობა არ ჰქონიათ.
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება ერთი ინფიცირებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბათუმის საკარანტინო სივრცეში 300-ზე მეტი პირი იმყოფება. 100-ზე მეტი რჩება თვითიზოლაციაში.