რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ზე ტესტი 13 პაციენტს ჩაუტარდა და ცამეტივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია – ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ გააკეთა. მისივე შეფასებით, ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ საავადმყოფოში 44 პაციენტი იმყოფება და აქედან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა სტაბილურად მძიმე, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.