კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საშუალოზე მძიმე, თუმცა, სტაბილური. მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, მაგრამ ჩივილები მინიმალურად აქვს გამოხატული. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ტემპერატურა ყველასთან ამ ეტაპზე ნორმაშია, პაციენტებს ჩივილები არ აქვთ და მათზე მუდმივი მეთვალყურეობა გრძელდება.
ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 46 პაციენტი იმყოფება. კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი კიდევ 17 პაციენტს ჩაუტარდება. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოში შექმნილ საკარანტინო ზონას, აქ 33 ადამიანი რჩება. მათგან მხოლოდ ორს ჰქონდა ტემპერატურა და თუ საჭირო გახდება, მათ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.