პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტი, აპარატული სუნთქვიდან მოიხსნა. ექიმის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო. საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 80 ინფიცირებულია. ამასთან, დღეს, საავადმყოფოში გამოჯანმრთელების 14 შესაძლო შემთხვევას ელოდებიან.

რაც შეეხება რესპუბლიკურს, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ტესტი უტარდება საავადმყოფოს მედპერსონალსაც. თანამშრომლების 85 პროცენტისთვის „კოვიდ-19“-ზე ჩატარებული კვლევის პასუხები უარყოფითია.