„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შესულ პირთა დასასჯელად ოფიციალური თბილისი საერთაშორისო პარტნიორებთან იწყებს მუშაობას. საუბარია იმ სანქციებზე, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ევროპულმა ქვეყნებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულებში მხილებული პირების მიმართ უნდა დააწესოს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული 33-კაციანი სიის გარშემო დიპლომატიური კორპუსი უკვე ინფორმირებულია. გრძელდება დეფაქტო რეჟიმების მუქარის შემცველი გზავნილებიც.

გალის გუშინდელი შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, არაღიარებული მთავრობები ალტერნატიული სიებით იმუქრებიან.