ანა ნაცვლიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესში, საქართველოს მხარდამჭერ აქტზე მუშაობის გაგრძელება 
ანა ნაცვლიშვილი -  ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესში, საქართველოს მხარდამჭერ აქტზე მუშაობის გაგრძელება 

ყველა ის  საქმიანობა, რომელიც საქართველოს, როგორ ოკუპირებული ქვეყნის პრობლემატიკას გამოაჩენს, არის მნიშვნელოვანი. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნავცლიშვილმა  ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესში, საქართველოს მხარდამჭერ აქტზე მუშაობის გაგრძელება.

„ეს სია თავისთავად მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ყველა  საქმიანობა, რომელიც საქართველოს, როგორც ოკუპირებული ქვეყნის პრობლემატიკას გამოიტანს.  ამ კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო მოვლენა, არის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება. ამ ინიციატივის ბოლომდე მისაყვანად, საქართველოს მხრიდან საჭიროა, აქტიური მუშაობის გაგრძელება. იმედი გვაქვს, როგორც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის, ისე რეზოლუციებისა და მხარდამჭერი აქტის მიმართულებით, ჯეროვანი მუშაობა იქნება გაწეული, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი