ოთხი წლის ნუცა გაგნიძის გადასარჩენად, საზოგადოების დახმარებაა საჭირო. მას რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება – ღვიძლის სანაღვლე სადინარების ანთება, რაც დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ოჯახს ორი კვირა მისცეს მედიკოსებმა ოპერაციის ჩასატარებლად, რომელიც მხოლოდ ორ ქვეყანაში – აშშ-სა და გერმანიაში კეთდება.
ნუცას მამა და ბიძა – ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ორი წლის წინ რაჭაში ავტოკატასტროფას ემსხვერპლნენ. მას შემდეგ ნუცას დედა, 29 წლის სალომე ქოჩლაძე ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის.
დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხონ.