ოთხი წლის ბარბარე ჯაშიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვს დასმული აქვს დიაგნოზი: სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომი ორგანული დაზიანებით. დაავადება იწვევს სახის ასიმეტრიას, სუნთქვის გაძნელებას, ძლიერ ტკივილს, მხედველობის გაუარესებას, გულის სარქველის გაფართოებას.
ოთხი წლის ბარბარეს აუცილებლად ესაჭიროება მკურნალობა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს არ აქვს ძვირადღირებული პროცედურების დაფინანსების თანხა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. ყველას, ვისაც შეუძლია ოთხი წლის ბარბარეს დახმარება, თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზეა შესაძლებელი.