ორი წლის გაბრიელ ირემაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. პირველადი კვლევა მცირეწლოვანს ერთხელ უკვე ჩაუტარდა თურქეთის კლინიკაში, სადაც მძიმე დიაგნოზი დაისვა. ახლა ბავშვს სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა სჭირდება.
სახელმწიფო თანადაფინანსების მიუხედავად, ოპერაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე.