ონლაინსწავლების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან დისტანციური სწავლების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. მშობელს შეუძლია, შვილი დაარეგისტრიროს სპეციალურ საიტზე ან სკოლას მიმართოს განცხადებით. პროცესი ყოველ ოთხშაბათს განახლდება და მშობლებს გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა ექნებათ.

15 თებერვლიდან ყველა სკოლაში, მეხუთედან მე-12 კლასის ჩათვლით, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.