ონლაინკონფერენცია ტურიზმის სექტორისთვის

ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთათვის კოვიდპანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ ონლაინკონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და ეფექტიან აღდგენას.

ონლაინშეხვედრაზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების შეკითხვებს გლობალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ნათია სხვიტარიძე პასუხობდა.