ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების გაცემა დაიწყო. საყოველთაო პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული წარმოების წამლების საჭირო რაოდენობას უფასოდ იღებენ.
13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მკვეთრად შემცირებულ ფასად შეიძინა. შედეგად პაციენტები მაღალი ხარისხის მედიკამენტების სრულ დოზებს მიიღებენ.
უახლოეს მომავალში პაციენტები დამატებით რვა დასახელების მედიკამენტსაც მიიღებენ. გარდა ამისა, გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-მდე ბენეფიციარს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდება.