18 წლამდე ასაკის ონკოლოგიურ პაციენტებს უცხოეთის სამ კლინიკაში სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობა უკვე შეუძლიათ. პროგრამით მოსარგებლე პირველი ბენეფიციარი ესპანეთიდან გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. თურქეთის, ესპანეთისა და ისრაელის სამ სამედიცინო დაწესებულებაში საქართველოდან გამგზავრებულ პაციენტებს სახელმწიფო დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს, რისთვისაც წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.
უცხოეთის სამივე კლინიკის წარმომადგენლები ახლა საქართველოში არიან და ქართულ მხარეს საკუთარ გამოცდილებას აცნობენ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ 18 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობა მანამდე დაფინანსდება, სანამ საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო გაიხსნება. გეგმის მიხედვით, ცენტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე უნდა ამოქმედდეს.