აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამ დახმარების უდიდესი ნაწილი უკრაინის სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება. თავის მხრივ, მოსკოვი ამტკიცებს, რომ აშშ-ისა და ევროპიდან უკრაინაში გაგზავნილ შეიარაღებას რუსი სამხედროები ანადგურებენ. რუსეთი ახალი ძალით განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ ომს, უკრაინის პრეზიდენტი დონბასში არსებულ მდგომარეობას ჯოჯოხეთად მოიხსენიებს, ამის მიუხედავად, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინამ შეძლო რუსეთის არმიის გადატეხვა.
უკრაინის ლიდერი არ მალავს, რომ ომი საბოლოოდ დიპლომატიური მოლაპარაკებებით დასრულდება, თუმცა როდის, კვლავაც უცნობია. გაჭიანურებული ომი კი მსოფლიოში სასურსათო კრიზისს ამწვავებს. გრძელდება რუსეთის მხრიდან ევროპის ბუნებრივი აირის გამოყენებით შანტაჟიც.
ლევან ახალაია გიამბობთ დეტალებს.