უკრაინაში ომი გრძელდება. ღამის განმავლობაში, კიევსა და ქვეყნის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით „შაჰედის“ტიპის რვა უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგან ოთხი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზეც, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ამასთან, ზაპოროჟიეს სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, იური მალაშკოს თქმით, რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს ზაპოროჟიეს რეგიონსაც, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტი.