ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში აფეთქებების შედეგად. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სუმისა და ხარკოვის ოლქები ინტენსიურად იბომბება. რთულია სიტუაცია ქალაქ სლავიანსკში. საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის ოდესისა და მიკოლაევის ოლქებშიც. რუსულმა ბომბმა ლისიჩანსკში ჰუმანიტარული საწყობი გაანადგურა. სერგეი გაიდაის თქმით, მოწინააღმდეგე ქალაქის შტურმს ცდილობს, საბრძოლო მოქმედებები ლისიჩანსკის მისადგომებთან მიმდინარეობს. ქალაქი სადაც 15 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი, განუწყვეტლივ იბომბება. პარალელურად, გაერო-ს მისიამ ქვეყნის 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის ფაქტები დოკუმენტურად დაადასტურა.