უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი სიგნალებია ჩართული. აფეთქებების ხმები გაისმა ხარკოვსა და ოდესაში. ჯერ დაუზუსტებელია ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ. აფეთქება იყო ნიკოლავშიც, სადაც რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა. დაჭრილებს შორის არიან ბავშვები. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია სლავიანსკის მიმართულებით შტურმს ცდილობს, თუმცა უკრაინელები მათ შეტევას იგერიებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამხედროებს დაავალა ბელარუსის მხრიდან შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, ამ მიმართულებით შეიარაღებული ძალების მზადყოფნა შეამოწმონ. ისევ რთულია ვითარება ლუგანსკის ოლქში. რუსეთი არმია კვლავ ნაწილობრივ აკონტროლებს სევეროდნოცკს.