“ომეგა ჯგუფი” ფარული ჩანაწერების ავთენტურობაზე საუბრობს და დასტურად, ბრიტანული კომპანიიის დასკვნას აქვეყნებს. ერთი ჩანაწერი ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარს მოიცავს. კომპანიის მენეჯერის განცხადებით, აღნიშნული აბათილებს ჩხარტიშვილის ადვოკატის მიერ წარდგენილ დასკვნას, ჩანაწერების მონტაჟთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მეორე ჩანაწერს – ის ლევან ყიფიანისა და “ომეგა ჯგუფის” მენეჯერების საუბარს მოიცავს, სადაც საუბარი შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნოდარ ხადურისთვის უფასო ავტომობილების გადაცემის საკითხს.