ნურ-სულთანი-ქუთაისის რეისი ყაზახეთიდან

ყაზახეთში დაწყებული არეულობის შემდეგ, დღეს ნურ-სულთანიდან გამოფრენილი თვითმფრინავით საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ დროს, 15:30 საათზე შესრულდა. სავარაუდოდ, ხვალ გამოფრინდება ავიალაინერი ქალაქ აქტაუდან თბილისშიც, სადაც ბოლო რამდენიმე დღეში ფრენები გადაიდო და მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში რჩებიან, ისინი უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. მათთან აქტიურ კონტაქტზეა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.