ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე 50 მეტრ დისტანციაზე სპორტული პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა ტყვიის მსროლელებმა 87.7 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.
ოქროს მედალოსნები რუსები – მარგარიტა ლომოვა და არტიომ ჩერნოუსოვი გახდნენ (89.6), ხოლო ვერცხლი ლატვიელ აგატე რასმანეს და ლაურის სტრაუტმანისს ერგოთ (88.2).