ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

15:28, 24.06.2019

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე 50 მეტრ დისტანციაზე სპორტული პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა ტყვიის მსროლელებმა 87.7 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.

ოქროს მედალოსნები რუსები – მარგარიტა ლომოვა და არტიომ ჩერნოუსოვი გახდნენ (89.6), ხოლო ვერცხლი ლატვიელ აგატე რასმანეს და ლაურის სტრაუტმანისს ერგოთ (88.2).

მსგავსი