თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება. სავარაუდოდ მოწმეები ნიკოლოზ ბასილაშვილის ახლობლები და მისი მეგობარი გოგონა იქნებიან. ისინი საქმის ორ მთავარ ეპიზოდზე ისაუბრებენ. სხდომას თავად ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც ესწრება.