ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მხარეები საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. ადვოკატების განცხადებით, გიორგი კავილაძე თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა მხოლოდ დანაშაულის დაფარვის ნაწილში და არა მკვლელობის მომზადებაში. რაც შეეხება აკო ჭელიძეს, მან მკვლელობის ნაწილში წარდგენილი ბრალი აღიარა, თუმცა არ დაასახელა მოტივი.