ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. დღეს მათთან უფლებადამცველები შევიდნენ, რომლებიც ამ დრომდე ციხეში იმყოფებიან. სავარაუდოდ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატი მედიასთან დაკავებულის პოზიციასთან დაკავშირებით, განმარტებებს გააკეთებს.
როგორც ცნობილია, მათ დაუსწრებლად აქვთ ბრალი წარდგენილი და ასევე დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა. შესაბამისად, ახლა ბრალის გაცნობის მხოლოდ ფორმალური პროცედურებია დარჩენილი. მათ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ნოემბერში გაიმართება.